ეკონომიკური მდგომარეობა

ჯაფარიძე: საქართველო მთელ მსოფლიოსთან შედარებით გაღარიბდება

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ფინანსთა მინისტრის განცხადება, რომ პენსიები ქართულმა ოცნებამ გაზარდა, ტყუილია. ამის შესახებ ჯაფარიძემ იმედის ეთერში გადაცემა რეაქციაში ისაუბრა.

ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებას ბიუჯეტში ენმ-ს მიერ გაზრდილი პენსიები დახვდა, რომელიც ქართულმა ოცნებამ უბრალოდ გადაიბარა. მან ასევე დაამატა, რომ ხადურმა ეკონომიკურ ზრდაზე საუბრის დროსაც იცრუა. ჯაფარიძის თქმით, საქართველოს ეკონომიკა უკეთეს შემთხვევაში 2%-ით გაიზრდება, მაშინ როცა მსოფლიოს ეკონომიკა საშუალოდ 3%-ით ან მეტით გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოსთან შედარებით საქართველო გაღარიბდება.

"როდესაც ხადურმა თქვა, რომ მათ გაზარდეს პენსიები, ეს არის მტკარი სიცრუე. მათ ნაციონალური მოძრაობის მიერ გაზრდილი პენსიები დახვდათ ბიუჯეტში, რომელიც ნაციონალურიმა მოძრაობამ შეიტანა პარლამენტში და ეს უბრალოდ გადაიბარეს. მათ ბიუჯეტი არ გაუზრდიათ ისე, რომ პენსიები გაეზარდათ. ეს არის ერთი ტყუილი.

მეორე არის ის, რომ როცა საუბრობდა ეკონომიკურ ზრდაზე, აქაც ცდილობს ხელისუფლება, რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში. წელს საქართველოს ეკონომიკა სავარაუდოდ გაიზრდება კარგ შემთხვევაში 2%-თი, მაშინ როცა მსოფლიოს ეკონომიკა გაიზრდება საშუალოდ 3%-ით ან მეტით, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოსთან შედარებით საქართველო გაღარიბდება. წელს საშუალოდ რომ აიღოთ განვითარებადი ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, მათთან შედარებით საქართველო გაღარიბდება" - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

 

კომენტარები