დაკავება ვაკის პარკში

ვაკის პარკში დაკავებული 5 პირი 100 ლარიანი ჯარიმით გაანთავისუფლეს

ვაკის პარკში დაკავებული 7 ადამიანიდან ხუთს საქალაქო სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ორი მათგანი კი სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაანთავისუფლეს. ყველა დაკავებულის საქმე სასამართლომ სათითაოდ განიხილა. ყველა ბრალდებულს ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი იცავდა.  
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

კომენტარები