თბილისის მერია

ნარმანია: არავის საქმე არაა, რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს, მანდეთ ეს საკითხი

თბილისის მერის დავით ნარმანიას მოსაზრებით, არავის საქმე არ არის, რამდენი მრჩეველი ეყოლება მას. მერისთვის 5 მრჩევლის დანიშვნის საკითხს დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. 

"თბილისის მერია არის დიდი უწყება და რაში სჭირდება მრჩევლები, ეს იცის მერმა. არავის საქმე არ არის, რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს და ვის დანიშნავს მრჩევლად, ეს არის მერიის დისკრეციული უფლებამოსილება. და იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კიდეც მერიის სისტემაში და გააგრძელებენ მუშაობას. უბრალოდ, ჩემი დაქვემდებარების ქვეშ იქნებიან", - თქვა ნარმანიამ.

საკრებულოს წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ცვლილებებისთვის ბიუჯეტში დამატებით სახსრების მობილიზება გახდება საჭირო. 

კომენტარები