ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის აღმასრულებელი მდივნის არჩევნები სამ კვირაში გაიმართება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის არჩევნები სამ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

"დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, პარტიის აღმასრულებელი მდივნის არჩევაზე. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების და პარტიის წესდების შესაბამისად, აღმასრულებელი მდივნის არჩევნები სამი კვირის ვადაში გაიმართება", - აცხადებს ენმ.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტია რამდენიმე დღის წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამ წევრთან ერთად დატოვა. 

კომენტარები