ერაყში უშიშროების ძალების ბაზასთან მომხდარ ტერაქტს 34 ოფიცერი ემსხვერპლა

www.frontpagemag.com

ერაყში, ქალაქ სამარაში ერაყის უშიშროების ძალების ბაზასთან მომხდარ ტერაქტს პოლიციის 34 ოფიცერი ემსხვერპლა, ხოლო სულ მცირე 48 პირი დაჭრილია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ერაყელი ოფიციალური პირების ცნობით, ბაზას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი ასაფეთქებელი აღჭურვილობებით დატვირთული ტანკით მიუახლოვდა. მათი თქმით, დაცვამ ტერორისტს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა მისი შეჩერება ვერ მოახერხა.

ერაყის უშიშროების ძალების წარმომადგენლის თქმით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მძიმე შეიარაღების წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ-მა ანტისატანკო იარაღით ერაყის მომარაგება უკვე დაიწყო.

კომენტარები