ჩინეთში, მდინარე იანძიში სამგზავრო გემის ჩაძირვის შედეგად დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სამგზავრო გემზე სულ 458 ადამიანი იმყოფებოდა, 15 მათგანი გადარჩა, 5 დაიღუპა, ხოლო სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ადგილობრივი პოლიციელების თქმით, კატასტროფა უამინდობამ გამოიწვია. მათი თქმით, გემზე მყოფი 406 მგზავრის საშუალო ასაკი 50-80 წლამდეა, ხოლო ყველაზე მცირეწლოვანი 3 წლის იყო.