განა

განაში ბენზინგასამართი სადგურის აფეთქებას 150 ადამიანი ემსხვერპლა

ibtimes.co.uk

განაში ბენზინგასამართი სადგურის აფეთქებას 150 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ქვეყნის პრეზიდენტის, ჯონ მაჰამას თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. მისი თქმით, ბენზინგასამართი სადგური მაშინ აფეთქდა, როდესაც იქ ასეულობით ადამიანი კოკისპირულ წვიმას თავს აფარებდა.

ჯონ მაჰამამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები