თბილისის მერია

თბილისის მერიამ ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიამ ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა დაათვალიერეს. მათი ინფორმაციით, პროექტი ბარათაშვილის ხიდის სავალი და საფეხმავლო ნაწილის შეცვლას, ასევე მიწისქვეშა გადასასვლელების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ 250 00 ლარია გამოყოფილი.

ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ენ სი სი“ აწარმოებს. რეაბილიტაციისთვის პროექტით განსაზღვრულია დაახლოებით 7 თვე. მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

კომენტარები