ირაკლი ალასანია

ალასანია: ივანიშვილს საქართველოში მაფიოზობა არ გამოუვა

მე პირდაპირ მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, რომ მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა. და სწორედ ჩვენ, საზოგადოება, ერთად ვიქნებით,  ვინც დავდგებით ამის წინააღდეგ. რომ არ გადააქციოს საქართველოს მაფიოზური კლანის თავგასულ ქვეყნად... ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ამ ადამიანების გათავისუფლება. ბიძინა ივანიშვილმა ამ ხუთ უდანაშაულო ადამიანს საბრალდებო დასკვნა წაუკითხა და ჩასვა ციხეში. რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლების დროს უფრო მეტი იყო უსამართლოდ დაჩაგრული.   მაგრამ რადგან მან ეს ნაბიჯი გადადგა, უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც კი დასჭირდება, ხუთას, ხუთიათას კაცს ჩასვამს ციხეში. ეს არის ის ბოროტება, რომელსაც ერთად უნდა ვებრძოლოთ - მისი არაფორმალური მართვის ვერტიკალი, რომლითაც ის მართავს პროკურატურას, გარიგებებზე მიდის ამ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოსთან, კანონის ხარჯზე....

თავისუფალ დემოკრატთა ლიდერი ირაკლი ალასანია ე. წ. „კაბელების საქმის“ შესახებ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები