ჩქაროსნული მაგისტრალი

კვირიკაშვილი: ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულება უმთავრესი პრიორიტეტია

ტაბულა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის უმოკლეს ვადებში დასრულება უმთავრესი პრიორიტეტია.  

"აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულება უმოკლეს ვადებში არის უმთავრესი პრიორიტეტი. ეს ყველაზე რთული რიკოთის მონაკვეთი დაახლოებით 750 მილიონიდან ერთ მილიარდ დოლარამდე ჯდება სხვადასხვა პროექტების მიხედვით. ჩვენი მიდგომაა, რომ მაქსიმალურად ჩავრთოთ კერძო სექტორი, რათა ქვეყნის სუვერენულ ბალანსზე აისახოს რაც შეიძლება ნაკლები ვალი", - უთხრა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, სადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთის მონაკვეთის დაფინანსების საკითხზე დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა მიმდინარეობს. 

ეკონომიკის მინისტრის თქმითვე, დღევანდელი დღის შემდეგ, ძალიან ბევრი რამ გახდება უფრო ცხადი და საბოლოო მიდგომას სწორედ ამ კონფერენციის შემდეგ შეიმუშავებენ.

 

კომენტარები