აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2014

სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს ციხეებში გასულ წელს 27 პატიმარი დაიღუპა

www.state.gov

საქართველოს ციხეებში კვლავაც პრობლემებია - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ 2014 წლის ბოლოს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მონაცემებით, პატიმართა რაოდენობა 10 372-ს შეადგენდა(აქედან 1 507 წინასწარ პატიმრობაში იყო) , აღნიშნული რიცხვი 2013 წელს 8 931 იყო, 2012 წელს კი - 19 349 შეადგენდა.

ანგარიშში წერია, რომ პატიმრების რიცხვის მკვეთრი შემცირება, 2013 წლის იანვარში მთავრობის მიერ პოლიტიკური პატიმრებად გამოცხადებული ადამიანების, 3000 სხვა მოქალაქისა და პრეზიდენტის შეწყალების სერიამ გამოიწვია.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარზე დაყრდნობით სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ციხეებში გარემო-პირობები არახელსაყრელია.

„2014 წლის დეკემბრის მონაცემებით პენიტენციალურ სისტემაში, გასულ წელს 27 პატიმარი დაიღუპა, 2013 კი 22 ადამიანი გარდაიცვალა. სახალხო დამცველის განცხადებით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 44 წელია" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები