მცოცავი ოკუპაცია

საგარეო: გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომ რუსეთის პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ამ უკანონო ქმედებას და მოითხოვს, რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს ეს უკანონო ქმედება და მოვიდეს საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში. ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს ამ ნაბიჯს, რომელიც უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინააღმდეგ არის მიმართული და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ ბერკეტს, ძალას, იმისათვის, რომ რუსეთის მხრიდან ეს პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩეს და მას სათანადო, ადეკვატური გაჟღერება და რეაგირება ჰქონდეს თანამეგობრობიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი დავით კერესელიძე სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვაზე.

კომენტარები