ქართველები უკრაინაში

პოროშენკომ საყვარელიძის დაწყებული გამოძიების ბოლომდე მიყვანა მოითხოვა

dailystormer.com

უკრაინის პრეზიდენტმა, გენერალურ პროკურორთან და მის მოადგილესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პროკურატურის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული ხმაურიანი საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი. ოპერაციას პროკურატურის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომელთა კაბინეტებიდან დიდი ოდენობით ფული და ძვირფასეულობა ამოიღეს, გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე ხელმძღვანელობდა.

მას შემდეგ გაჩნდა ცნობები, რომ გენერალური პროკურორი შოკინი და სხვა მაღალჩინოსნები საქმის შეწყვეტის მოთხოვნით საყვარელიძეზე ზეწოლას ახორციელებდნენ. თუმცა, პოროშენკოსთან შეხვედრაზე შოკინმა განაცხადა, რომ დამნაშავეთა დასასჯელად ყველაფერს გააკეთებს. 

 

კომენტარები