ეროვნული ბანკი

პარლამენტმა ეროვნულ ბანკზე კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა რიგგარეშე პლენარულ სესიაზე ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოტანის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, 19 - წინააღმდეგი იყო. პროექტის თანაავტორის ნოდარ ებანოიძის თქმით, მრავალი შენიშვნა გათვალისწინებულია.

ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოტანას ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო ოპოზიცია და ოთხი უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაცია, რომლებმაც საპროტესტო წერილიც საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნეს. 

 

კომენტარები