biletebi.ge

ენმ: biletebi.ge-ს 60%-ის მფლობელი შსს-ს მაღალჩინოსანია

ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, დავით მიზანდარი, რომელი biletebi.ge-ს 60%-ს ფლობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანია. დეპუტატის ინფორმაციით, მიზანდარი შსს-ს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობს და 4 თვის განმავლობაში მისი მხოლოდ სახელფასო დანამატი 12 ათასი ლარი იყო. ენმ ითხოვს პასუხს უწყებისგან, რა დამსახურებისთვის წაახალისეს მიზანდარი.

„დავით მიზანდარი 4 თვეა დანიშნულია და ამჟამად ასრულებს უფროსის მოვალეობას. ამ დროის განმავლობაში ის საკმაოდ მაღალ ხელფასს იღებს. დანიშვნიდან მეორე თვეს მის ხელფასს დაემატა 2500 ლარინი დანამატი. მესამე თვეს, სწორედ იმ დღეებში, როდესაც მთელი თბილისი ღია ცის ქვეშ იდგა ბილეთების მოსაპოვებლად, ეს ადამიანი წაახალისეს და მის სახელფასო ანაზღაურებას, 2100 ლარს, დემატა 4500 ლარი. იგივე განმეორდა ივლისის თვეში - მან დანამატის სახით ისევ 4500 ლარი აიღო და საბოლოო ჯამში, 4 თვის განმავლობაში მხოლოდ მისი დანამატი 12 ათასი ლარი იყო.

ჩვენ ვითხოვთ აგვიხსნას შინაგან საქმეთა სამინისტრომ რა დამსახურებისთვის წაახალისეს ეს ადამიანი, რატომ იღებს 7 ათას ლარამდე ხელფასს, მაშინ როდესაც ათასობით ადამიანი სოციალურად დაუცვლების ბაზებიდან ამოყარეს, ელექტროენერგიის ტარიფები გაზარდეს და მოხდა ბიუჯეტის სეკვესტრი. მით უმეტეს, რომ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დანამატებზე და პრემიებზე საუბარი აღარ იქნებოდა და სეკვესტრის პირობებში ქამრების მოჭერა განხორციელდებოდა. როგორც ჩანს, ხელისუფლების სხვა დაპირებების მსგავსად, ესეც იყო აბსოლუტურად ცრუ და ჩვენ მივიღეთ მაღალჩინოსანი, რომელიც ყოველთვიურად 7 ათას ლარს იღებს“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

დეპუტატის თქმით, biletebi.ge-ს ხარვეზის გამო დავით მიზანდარს პასუხისგება სწორედ მისი თანამდებობის გამო არ მოუწია.

„მისი უპასუხისმგებლობის გამო საქართველოს იმიჯი დადგა ეჭვქვეშ და გარდა ამისა, ადამიანებმა რამდენიმე დღე და ღამე გაათენეს ღია ცის ქვეშ, გაიარეს მძიმე დღეები იმისთვის, რომ მათთვის სასურველი ბილეთი შეეძინათ“ - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა biletebi.ge-მ 30 ივნისს, ზე დილის 09:00-ზე დაიწყო. თუმცა, ვებგვერდის ადმინისტრაციამ რიგი რამდენჯერმე შეაჩერა. ვებგვერდის ხარვეზის გამო ონლაინ მხოლოდ 4 300 ბილეთი გაყიდა. ბილეთები როგორც უცხოელ, ისე ქართველ მომხმარებელზე გაიცემოდა. 22 000 ბილეთის რალიზაცია კი სალაროში მოხდა, რის გამოც ბილეთების შეძენის მსურველები 2-3 დღის ვაკის პარკში განმავლობაში რიგში იდგნენ.

კომენტარები