biletebi.ge

BILETEBI.GE: მაკარევიჩის კონცერტი 7 აპრილს ჩატარდება, გალკინის კონცერტის თარიღს გამოვაქვეყნებთ

Biletebi.ge-ს ინფორმაციით, თბილისში ანდრეი მაკარევიჩის (Машина времени) და მაქსიმ გალკინის კონცერტები მაინც გაიმართება.

“მეგობრებო, "მაშინა ვრემენის" კონცერტი ჩატარდება 7 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზში (ველოდებით საბოლოო დასტურს). ყველა გაყიდული ბილეთი იქნება ძალაში.

მაქსიმ გალკინის კონცერტის ახალი თარიღი დაიდება უახლოეს მომავალში”. - წერია მათ განცხადებაში. 

გალკინისა და მაკალევიჩის კონცერტები თბილისში ოქტომბერში უნდა გამართულიყო. თუმცა, 1-ელ სექტემბერს კონცერტების ერთ-ერთმა ორგანიზიტორმა, საქართველოში მცხოვრებმა რუსმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, ნიკოლაი ლევშიცმა პირად გვერდზე დაწერა, რომ Машина времени-ს , მაქსიმ გალკინისა და ვალერი მელაძის კონცერტების გაუქმების მიზეზად სპორტის სასახლის წარმომადგენლებმა მათ ტექნიკური შეუსაბამობა, სასწრაფო რემონტი და აუდიტი დაუსახელეს.

პლატფორმა BILETEBI.GE-მ კულტურის სამინისტროს 2 სექტემბერს წერილით მიმართა. მათი შეფასებით, კონცერტები პოლიტიკური კონტექსტის გამო გაუქმდა - რადგან არტისტები მხარს უკრაინას უჭერენ.

საპასუხოდ, სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ კონცერტები მათი ინიციატივით არ გაუქმებულა, რადგან, მათივე განცხადების მიხედვით, ძველი სპორტის სასახლე კერძო საკუთრებაა, და იქ "კონცერტის ჩატარების საკითხი ბევრად სცილდება სამინისტროს კომპეტენციას".  

კომენტარები