ეროვნული ბანკი

სუბელიანი: მეჭიაური საზოგადოებას თვალში ნაცარს ურცხვად აყრის

ტურისტებს გაურთულეს ვიზების აღება, ინვესტორებს ჩამოართვეს მიწის ყიდვის უფლება ანუ მსხვილი ინვესტიციები დააფრთხეს. ამ ყველაფერზე რომ ვყვიროდით, სასაცილოდ არ ყოფნიდათ - რომ ეს ლარს გააფუჭებდა და ეკონომიკას დაანგრევდა. ახლა ეძებენ განტევების ვაცს ქადაგიძეში. სისულელეებს აკეთებენ და ანგრევენ პირდაპირ ქართულ ეკონომიკას. ამან გააფუჭა ლარი და დღემდე იდიოტებივით იმეორებენ ქადაგიძე, ქადაგიძეს. ქადაგიძე რას უშველის ახლა... ეს არის ელემენტარული შეურაცხყოფა საკუთარი ამომრჩევლის და თვალში ნაცრის შეყრა. უბრალოდ, მეჭიაური ამ შემთხვევაში ურცხვად თვალში ნაცარს აყრის საკუთარ ამომრჩეველს და დანარჩენ საზოგადოებას.

ენმ-ის წევრი კობა სუბელიანი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის ინტერვიუზე.

კომენტარები