უკრაინის დამოუკიდებლობის დღე

პრემიერმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. პრემიერი საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფოებს შორის მეგობრობასა და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაღრმავების იმედს გამოთქვამს.

„მინდა, დაგიდასტუროთ მზადყოფნა, რომ საქართველო ყოველთვის იქნება უკრაინის აქტიური მხარდამჭერი. სწორედ საერთო ძალისხმევითა და ურთიერთთანადგომით შევძლებთ, დავძლიოთ სირთულეები და მტკიცე ნაბიჯებით განვაგრძოთ სვლა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გადმოგცეთ გულწრფელი მილოცვა უკრაინისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულთან დაკავშირებით“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერმინისტრის მილოცვაში, რომელიც უკრაინის პრემიერმინისტრ არსენი იაცენიუკს და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გაეგზავნათ.

კომენტარები