ტარიფის ზრდა

სემეკის გათვლით, თელასის შესასყიდი დენის ფასი კილოვატზე 11.173 თეთრი იქნება

სემეკში თელასის სატარიფო განაცხადს განიხილავდნენ. სემეკმა წარადგინა საკუთარი გათვლა, რომლის თანახმადაც, 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, კომპანია თელასს სავარაუდო შესყიდვის ფასი განუსაზღვრა 11,173 თეთრი კილოვატზე. ამ დრომდე შესყიდვის საშუალო შეწონილი ფასი არის 5,480 თეთრი კილოვატზე. 

"საქმე ეხება ხრამი 1 და ხრამი 2-იდან მისაღები ელექტროენერგიის მოცულობებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ აღნიშნული შენიშვნები, ჩვენი მხრიდან გამოთქმული, იქნება გათვალისწინებული და ტარიფი ელექტროენერგიის შესყიდვის იქნება რეალური და სამართლიანი. ჩვენ არ მოგვითხოვია სატარიფო განაცხადით კონკრეტულად ექვსი თეთრით ან რვა თეთრით ან თეთრ ნახევრით ტარიფის ან ზრდა ან შემცირება. წარმოდგენილი ციფრები არის მარეგულირებელი კომისიის მიერ დაანგარიშებული", - განაცხადა თელასის წარმომადგენელმა მიხეილ ანთიძემ. 

კომენტარები