გაერო-ს ასამბლეა

ირაკლი ღარიბაშვილი: ღიაობისკენ მიმართულ საკანონმდებლო ბაზას ვავითარებთ

www.facebook.com/GaribashviliOfficial

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების სამიტზე საქართველოს პრემიერმინისტრმა საქართველოს მდგრადი განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიზნები ჩამოთვალა, პრემიერის თქმით სამართლიანი და ეფექტური მმართველობის სისტემის შექმნა საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რისკენაც ქვეყანა მიისწრაფის. ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ გახსნილობისკენ ორიენტირებული საკანონმდებლო ბაზა მიიღო.

"ჩვენ კონსოლიდირებულ საკანონმდებლო ბაზას ვავითარებთ, რომელიც მიმართულია ღიაობისკენ, გახსნილობისკენ და აღნიშნული ნაბიჯები პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს, ადამიანებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ." თქვა პრემიერმა.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყანაში მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდაზეც ისაუბრა.

 

კომენტარები