მთავრობის სხდომა

პრემიერი: მედიას ინფორმაციის გავრცელების პრობლემა არ აქვს, პრობლემა გვაქვს ჩვენ

მოსახლეობას აქვს პრობლემა ინფორმაციის მიღების. მე თუ მკითხავთ, გულწრფელად გეუბნებით, რომ დღეს საქართველოში პრობლემა არის ინფორმაციის მიღების იმ სამთავრობო გეგმებზე, სამთავრობო პროგრამებზე, რომელსაც ჩვენ ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის ვახორციელებთ. პრობლემა არ აქვს მედიას ინფორმაციის გავრცელების მხრივ, პრობლემა გვაქვს ჩვენ, მთავრობას ინფორმაციის გავრცელების და მიწოდების მოსახლეობამდე. ამას აკეთებენ არა მხოლოდ რუსთავი 2, არამედ იმედიც, პირველი არხიც, მაესტროც და ყველანი, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები ამ მნიშვნელოვანი მოვლენების აქტიურად გაშუქებით. მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი ქვეყნის განვითარების სხვა გზა, ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები