მთავრობის სხდომა

პრემიერი: ენმ-ს პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ აქვს

მოგეხსენებათ, გუშინაც გავრცელდა ე.წ. სამეგრელოს კასრების ვიდეოები, სადაც ცხადად ჩანს, თუ როგორ ექცეოდა ნაციონალური მოძრაობა საკუთარ მოქალაქეებს. ამ კადრებში აღწერილია საშინელი წამების სცენები. მინდა, ყველას გითხრათ, რომ მსხვერპლნი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც სამეგრელოში ცხოვრობენ. მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ... ეს დღეები მესმის შეფასებები, მათ შორის, ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან. მათ კიდევ აქვთ რაღაც პრეტენზიები მაშინ, როცა ამ ადამიანებს არ აქვთ არავითარი მორალური და სხვა ტიპის უფლება საზოგადოებას ელაპარაკონ ისეთი ენით, როგორითაც ელაპარაკებიან. იმის მაგივრად, რომ ამ 3 წლის განმავლობაში, ნაციონალურ მოძრაობას ყოველდღე ბოდიში მოეხადა საზოგადოებისთვის, მათ მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის, ისინი კვლავაც აგრძელებენ უტიფრად საზოგადოების შეურაცხყოფას და აქვთ მცდელობა, რომ შექმნან არეულობა და ქაოსი. ეს, რა თქმა უნდა, არის სრული აბსურდი. მე დარწმუნებული ვარ, საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლისთვისაც მისაღებია ის, რაც ხდება ვიდეოებში - გაუპატიურება და არაადამიანური მოპყრობა. მიმაჩნია, რომ ასეთ ადამიანებს არ აქვთ უფლება, დარჩნენ პოლიტიკაში. ჩემთვის სააკაშვილი, მისი მთავრობა და ლიდერები არიან სახე იმ ნიღბიანი ადამიანისა, რომელიც აუპატიურებს ხალხს ამ ვიდეოში. ეს არის ამ ორგანიზაციის სიმბოლო.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები