ხელისუფლება და ოპოზიცია

შეღებეს და დააზიანეს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის შენობაც

ლანა ღვინჯილია

ნაციონალური მოძრაობის ოფისების გარდა, დააზიანეს და შეღებეს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის შენობაც.

გვიან ღამით ფოთში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დააზიანეს. მომხდარში პარტიის წევრები მმართველი გუნდის ადგილობრივ წარმომადგენლობას ადანაშაულებენ. ისინი სამართალდამცავი ორგანოებისგან ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.

ნაციონალური მოძრაობის ოფისები გუშინ ღამით დაარბიეს ასევე გორში, ბათუმში, ახალციხეში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და კახეთში.

კომენტარები