პრეზიდენტის რეზიდენცია

ივანიშვილი: პრეზიდენტს რა უფლებებიც აქვს, 1500-2000 კვადრატული მეტრო სჭირდება

ეს გაგრძელდება კიდევ, ეს ასე ვერ დასრულდება და მე მუდამ შევახსენებ მთავრობასაც და მასაც. ეს სახელმწიფო არის თუ არ არის სახელმწიფო? რას ნიშნავს, რომ მას სურვილი აქვს... მთავრობა წყვეტს, ვინ სად და როგორ უნდა იყოს და არა ის, რომ დაადო თავი და შევიდა. ეგრე არ არის. მას ნაზად მიანიშნეს ამაზე და ვერ გაიგო, ახლა მე ხმას ამოვიღებ და ხალხსაც ავიყოლიებ ამაში, რომ ხმა ამოიღონ. რას ნიშნავს ეს რომ, ივანიშვილის ახირება იყო. ივანიშვილის ახირებაა ის, რომ ორი სასახლეა დაკეტილი? 1500-2000 კვადრატული მეტრო სჭირდება მას რეალურად, რაც უფლებები აქვს. არაფერზე პასუხი არ მოეთხოვება რეალურად, არაფრით დატვირთული არ არის, არავითარი დიდი სტაფი მაგას არ ჰყავს, რა ხდება.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაზე.

კომენტარები