მარჯვენასაჭიანი მანქანები

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია 2016 წლის მარტიდან აიკრძალება

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია 2016 წლის მარტიდან აიკრძალება. შს მინისტრის მოადგილის შეფასებით, თუ შეზღუდვები არ დაწესდება, შესაძლოა, მომავალში ქვეყანაში საგზაო მიმართულებების შეცვლის საჭიროება დადგეს.

"ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო წლებში არის დიდი დინამიკა მარჯვენასაჭიანი და მარცხენასაჭიანი იმპორტირებული ავტომობილების თანაფარდობის, რაც, საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდის რიკს, რომ ჩვენ დავდგეთ მოძრაობის მიმართულების შეცვლის საფრთხის წინაშე, ან პრობლემების წინაშე, სატრანსპორტო კოლაფსის წინაშე", - ამბობს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის - შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის - პრეზენტაცია დღეს გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება.

კომენტარები