ხანუქას დღესასწაული

პრემიერი: ვუსურვებ ებრაელ ხალხს გაძლიერებას და მშვიდობას

პრემიერი ღარიბაშვილი ხანუქის დღესასწაულზე
პრემიერის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილ ებრაულ თემს დღესასწაული მიულოცა და პირველი სანთელი აანთო. მთავრობის მეთაურმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

"მნიშვნელოვანია, რომ ქართველებს და ებრალებს შორის არსებობდეს მუდმივი ძმობა და სიყვარული. დღევანდელი დღე არის სინათლის სიბნელეზე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღე. მინდა გისურვოთ მშვიდობა; ჩვენ საკმაოდ რთულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება, ამიტომ გვმართებს დიდი მოთმინება და გონიერება.

ვუსურვებ ებრაელ ხალხს გაძლიერებას და მშვიდობას ქართველ ხალხთან ერთად. დაე, დღეს აქ დანთებული სანთელი იყოს სიმბოლო უკეთესი ხვალინდელი დღის," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები