თურქეთი-ერაყი

თურქეთი ერაყიდან ჯარის გამოყვანას არ აპირებს

AP

თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთში სახმელეთო ჯარის გაგზავნა დროებით შეაჩერა. თუმცა, უკვე დისლოცირებული ქვედანაყოფების გამოყვანას არ აპირებს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian თურქეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის მიერ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა ქვეყნის ჩრდილოეთით სახმელეთო ჯარი შეიყვანა, რომლის მიზანი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი ადგილობრივი დაჯგუფებების გაწვრთნა იყო.

ერაყმა თურქეთს ჯარების გაყვანა მოსთხოვა და საამისოდ მას 48 საათი მისცა. პარალელურად ბაღდადში პრობლემის მოსაგვარებალად გამგზავრებას თურქეთის პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ აპირებს.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ავუთოღლუმ რუსეთზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა, ოფიციალურ მოსკოვს საჭიროების შემთხვევაში სანქციები დაუწესოს. 

კომენტარები