თურქეთი-ერაყი

ამერიკა თურქეთს ერაყიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

Reuters

ამერიკა თურქეთს მოუწოდებს, რომ ერაყიდან არასანქცირებული ჯარები გაიყვანოს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ამერიკის ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ერაყის პრემიერმინისტრ ჰეიდარ ალ-აბადის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

"ვიცეპრეზიდენტი ადასტურებს, რომ ამერიკა მხარს უჭერს ერაყის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს თურქეთს, იგივე პოზიცია გაიზიაროს და გამოიწვიოს არასანქცირებული ჯარები ერაყის ტერიტორიიდან", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა რამდენიმე ასეული სამხედრო პირი და ტანკები ერაყის ბაშიკში განალაგა. ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ ჯარისკაცები ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ჩართულ ქურთ მებრძოლებს გაწვრთნიან.

ოფიციალური ბაღდადის პროტესტის შემდეგ, თურქეთმა ერაყიდან სამხედრო ძალების ნაწილი გაიყვანა.

კომენტარები