პატიმართა შეწყალების კომისია

ელისაშვილი: გამიჩნდა ეჭვი, რომ ბესელიამ ჩემი ჩვენებები ხომ არ წაიკითხა

ამ საქმეში ჩართულ პირებს საჯაროდ იმ შემთხვევაში დავასახელებ, თუ დავრწმუნდები რომ პროკურატურა მუშაობს ჩაფარცხვაზე. პირველი, რაც მე ძალიან არ მომეწონა, არის ის, რომ უცბად გამოხტა ეკა ბესელია და ამბობს, რომ ცრუ ჩვენების მიცემისთვის ელისაშვილი დაისჯება. გამიჩნდა ეჭვი და ლოგიკური კითხვა, რომ რა იცის, მე რა ჩვენება მივეცი. ჭეშმარიტებას ვღაღადებდი იქ თუ რაღაც სისულელეებს ვბოდიალობდი, ეს ბესელიამ საიდან იცის. მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ ხომ არ წაიკითხა მან ჩემი ჩვენებები.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავჯდომარე ალეკო ელისაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, კურიერში

კომენტარები