მე ვიღიმოდი იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც სტუდიაში იყვნენ, უსვამენ ხაზს, რომ უყვართ ქვეყანა და სამართლის მოყვარულები არიან. ქალბატონი ელისო კი ამბობდა, რომ სასამართლომ რაც არ უნდა დამავალოს, არ შევასრულებო და მე ამაზე მეცინებოდა. ნუ დავამტვრევთ ღია კარს. ჩვენ ვილაპარაკოთ სამართალზე. სასარჩელო მოთხოვნა მარტივია, ის შეეხება ჩემი მარწმუნებლის, მანანა კობახიძის, პატივისა და ღირსების შემლახველი გამავრცელებელი ცილისწამებლური ფაქტების უარყოფას ან ამ ფაქტების დადასტურებას. ამის შემდეგ მხარეს აქვს ვალდებულება, გამოაქვეყნოს სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას, ამაზე უარი ვთქვით. შებოჭილი ვარ სამართლებრივი ვალდებულებებთ. იმას, რასაც სასამართლოზე ვიტყვი, აქ არ ვიტყვი. ეს არის ელემენტარული სარჩელი, ეს ჩვენი დასამტკიცებელია და ელისო კილაძეს სანერვიულო არაფერი არ აქვს. თუ ჩვენ ვერ დავადასტურებთ, რომ ეს ცილისწამება იყო, ვერ მოვიგებთ. არგუმენტები არის ის, რაც არის მოყვანილი ქრონიკა პლიუსის სკანდალურ განცხადებაში, რომელიც გაზეთში კილაძემ გამოაქვეყნა
tbl.ge/i5y
დაკოპირდა
მანანა კობახიძის ადვოკატი დავით ლანჩავა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში
ამავე თემაზე
- კობახიძის ადვოკატი: პრეზიდენტი ვინ არის, არ შეიძლება, მასაც მოეჩვენოს?
- კილაძე: თუ კობახიძე მესიჯების შინაარსს ვერ გაიხსენებს, ჩვენ მას გავახსენებთ
- ელისაშვილი: ბესელიასა და კობახიძესთან სადებატო არაფერი მაქვს
- ელისაშვილი: ბესელიასა და კობახიძეს კოკაინის საქმეზე არნახული ინტერესი ჰქონდათ
- კილაძე: ქართული ოცნება ნიკოლაძეს საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატად ამზადებს