სავიზო რეჟიმი არის პუტინის გუნება-განწყობაზე დამოკიდებული. დღეს ასე უნდა - გაგიხსნის ევროპის ჯინაზე, ხვალ ჩათვლის, რომ სხვა ამოცანები აქვს რუსეთს საქართველოსთან მიმართებით და ისევ დაგიკეტავს. ეს არის არაპროგნოზირებადი ზუსტად ისევე, როგორც არაპროგნოზირებადი არის რუსეთის მიერ ქართული პროდუქციისთვის თავისი ბაზრის გახსნა. ჩვენ ეს გაკვეთილი უკვე მერამდენედ მივიღეთ.