წინასაარჩევნო დაპირებები

კვირიკაშვილი: საარჩევნო დაპირებები ხშირ შემთხვევაში იყო გადაჭარბებული

რაც შეეხება იმას, რომ წინასაარჩევნო დაპირებები იყო სხვანაირი, მე 2013 წელს გავაკეთე განცხადება, სადაც ვთქვი, რომ საარჩევნო დაპირებები ხშირ შემთხვევაში იყო გადაჭარბებული. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ ვინმე გადააგდო. მე შემიძლია გითხრათ, რომ არამარტო საარჩევნო დაპირებები იყო მიზეზი იმისა, რომ ხალხმა ხმა მისცა ქართულ ოცნებას. მე ვფიქრობ, რომ სხვა მიზეზებიც იყო ამისთვის. მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ექსპერტის წინასწარი ანალიზი, რომელიც ჩართული იყო წინასაარჩევნო პროცესში, ზოგჯერ იყო გადაჭარბებული, ეს არ არის კარგი, მაგრამ ეს არ იყო ავანტიურა ჩვენი მხრიდან.

პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე, კითხვაზე - გადააგდო თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველი.

კომენტარები