წინასაარჩევნო დაპირებები

პრემიერი: ვერასდროს გავიზიარებ იმას, რომ „ოცნება“ ვერ უზრუნველყოფს დაპირებების შესრულებას

ძალიან არ მიყვარს საუბარი ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ეს ნებისმიერმა სახელმწიფომ, ნებისმიერმა ხელისუფლებამ  უნდა უზრუნველყოს. მაგრამ, გავიხსენოთ 2012 წლამდე რა სიტუაცია გვქონდა ჯანდაცვაში და როგორ რადიკალურად გამოასწორა სიტუაცია საყოველთაო ჯანდაცვამ. მხოლოდ C ჰეპატიტის ნაწილში 50 ათასი ადამიანის სიცოცხლე ვიხსენით თითოეულმა ჩვენგანმა. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარს, რომ “ქართული ოცნება” ვერ უზრუნველყოფს იმას, რა დაპირებებითაც მოვიდა, მე ვერასდროს გავიზიარებ. unicef-ის კვლევის შემედეგ ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთეთ უკვე ახალი სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, სწორედ ასეთი ოჯახებისთვის ბავშვებზე დახმარება გავზარდეთ. რა თქმა უნდა, იმ ხედვაში ხედვა რაც გვაქვს, რა მინიმალური სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს ხელისუფლებამ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება გადავიყვანოთ სხვა ეტაპზე, ბუნებრივია, საკვებით უზრუნველყოფას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება.

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ქართული ოცნების დაპირებების შესახებ ტვ პირველის ეთერში გადაცემაში "რეაქცია".

კომენტარები