ე.წ. კოკაინის საქმე

ელისაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვენ

ანასტასია ზაუტაშვილი

ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებული ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს. მან პროკურატურაში, ირაკლი შოთაძის სახელზე საჩივარი უკვე შეიტანა.

ნიკოლაძე მოითხოვს, ელისაშვილმა დაასახელოს პირები ვისგანაც, თითქოსდა, აქვს ინფორმაცია ამნისტიის საქმეში, თითქოსდა, კორუფციული გარიგებების შესახებ.

"„ელისაშვილის უგუნურმა ქმედებამ პირველ ყოვლისა დააზარალა მათი ინტერესები. მათ მოუსპო სამუდამოდ შეწყალების პერსპექტივა, ვიდრე ისინი არ ამოწურავენ სასჯელს. მათ მოუსპო იმის პერსპექტივა, რომ, მოგეხსენებათ, რეზონანსულ საქმეებზე ძალიან ჭირს შედეგების დაყენება. ყველა ფრთხილობს და არ უნდათ ზედმეტი ინიციატივების გამოხატვა. და რაც მთავარია, მან ამ განცხადებით თანამონაწილედ სცნო აღნიშნული პირები - ვინაიდან დანაშაული ერთია, ვიღაცას თანხა უნდა გადაეხადა და თუ იხდიდა, იმავდროულად დამნაშავე იყო", - თქვა ნიკოლაძემ.

ადვოკატი პროკურატურას ერთ კვირიან ვადას აძლევს, რის შემდეგაც, მისი თქმით, ე.წ. კოკაინის საქმეზე გასამართლებულები შიმშილობას დაიწყებენ.

კომენტარები