არჩევნები გარდაბანში

კალაძე: გამგებლებს მოსახლეობასთან საუბარს ვერ ავუკრძალავთ

[გამგებლების მხრიდან] აგიტაციის ფაქტები არ მაქვს, მოსახლეობასთან საუბრის აკრძალვის უფლება კი, არავის არ აქვს. მათ შეუძლიათ, ესაუბრონ მოსახლეობას. ასევე, მისცენ ხმა წარმოდგენილ კანდიდატს.

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე გარდაბანში, მე-9 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურთის და ერედვის გამგებლების მისვლაზე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების მტკიცებით, გამგებლები საარჩევნო უბანთან აგიტაციას ეწეოდნენ. ქურთის გამგებლის მოადგილის და ერედვის გამგებლის განმარტებით კი, ისინი დასახლებაში მოსახლეობის პრობლემების მოსასმენად მივიდნენ.

კომენტარები