არჩევნები გარდაბანში

კალაძე: უსაფუძვლოა საუბარი, რომ სუს-ი საარჩევნო პროცესში ჩართულია

უსაფუძვლოა საუბარი, რომ სუს-ის თანამშრომლები ჩართულები არიან საარჩევნო პროცესში. მემგონი ეს დრო ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ 2012 წელს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა, მიხელ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ამას იყენებდა. ბევრი დრო არ გასულა. კარგად გვახსოვს ყველას, როგორი ზეწოლა იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, ჟურნალისტებზე, ტელევიზიებზე. ეს დრო საქართველოში აღარასდროს არ დაბრუნდება და ის ინფორმაციები, რომ თითქოს სუს-ია ჩარეული, არის ძალიან დიდი სიცრუე

კომენტარები