პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღე

პრემიერი: თუ ვინმე შეეხება ადამიანთა პირად ცხოვრებას, მთელი სიმკაცრით დაისჯება

ჩვენი მიზანია, დავამკვიდროთ პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტი, რადგან სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვა ქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიებს. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა უაღრესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიცია, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება ემსახურება იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნონ. ჩვენს საზოგადოებაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს იმის განცდა, რომ საზოგადოების წევრთა პირადი ცხოვრება არ არის დაცული ფარული თვალთვალის, მოსმენისა და შანტაჟისაგან. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამის გასაქარწყლებლად. ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ მშვიდად და იცოდნენ, რომ სახელმწიფო ყველა ზომას მიმართავს, რომ ეს მანკიერი, დანაშაულებრივი პრაქტიკა აღარ განმეორდეს და, თუ ვინმე ისევ შეეხება ადამიანთა პირად ცხოვრებას, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები