სტამბულში, სულთანბეილის ავტობუსის გაჩერებაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. თურქული მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსის გაჩერებასთან არსებულ სანაგვე ყუთში იყო მოთავსებული. თვითმხილველების თქმით, ავტობუსის გაჩერებაზე ერთზე მეტი აფეთქება იყო. აფეთქება ადგილობრივი დროით, 3 საათზე მოხდა.