შეიძლება, მე ტერმინოლოგია „დაუნი", „დებილი" შემეშალა, მაგრამ, აი დებილობაზეა ლაპარაკი აქ, ამაზე არ უნდა ავაგოროთ ჩვენ... მე შეიძლება შემეშალა, მაგრამ პრინციპი რა არის - დაუნობა უფრო მსუბუქია, ვიდრე აქ [გიორგი მარგველაშვილის 2001 წელს გამოქვეყნებული სტატია „ნიჩურტა"] როგორც დებილობაზეა ლაპარაკი. მე კიდევაც განვაცხადე, რომ თუ არ ვიყავი სწორი ან სწორად არ გამოვთქვი, დაუნობა არა, დებილობა, შეიძლება, ამაზე მე კი ბოდიში მოვუხადე ხალხს, ვინმეს არ ეგონოს რომ მე ამ ავადმყოფებს ვგულისხმობ, მე სწორედ ვგულისხმობ მის [პრეზიდენტის] ხედვას საქართველოს ხალხის გონებრივ პოტენციალზე. მე ახლაც მიმაჩნია, რომ ეს დაუშვებელია და თუ მე მოვიხადე ბოდიში, რომ რაღაც შემეშალა, მანაც უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს ბოდიში. როდის დაბეჭდა, რა მნიშვნელობა აქვს. დღეს, როცა აირჩიეს, თქვას, მე ეგეთი ხედვა მქონდა, ვცდებოდი. თუ არ ცდებოდა და იგივეს ამბობს, მაშინ თემა სხვანაირად უნდა დავაყენოთ.
საქართველოს პარლამენტი
თოფაძე: დაუნობა უფრო მსუბუქია, ვიდრე დებილობა, პრეზიდენტი დებილობაზე საუბრობდა
tbl.ge/kau
დაკოპირდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე ტელეკომპანია იბერიის ეთერში, გადაცემა პრიორიტეტში.
ამავე თემაზე
- 11-12 მაისს პარლამენტში მხოლოდ დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები დაიშვებიან
- რაქვიაშვილი ელისაშვილზე: სულელი უნდა იყო, წამქეზებელს აყვე და ჩხუბი შენით დაიწყო
- მდინარაძე ელისაშვილზე: ქურდულად მოპარვა რომელ კაცობაში ზის, საკადრისი პასუხი გაეცემა
- მელია ელისაშვილს: გაგიმარჯოს
- მდინარაძე ივანიშვილზე: მორჩილება არ გვაქვს, თანაბარ საწყისებზე ვმართავთ პარტიას