საქართველოს პარლამენტი

მდინარაძე ივანიშვილზე: მორჩილება არ გვაქვს, თანაბარ საწყისებზე ვმართავთ პარტიას

შეურაცხყოფაზე გადადიხართ ახლა? ჩვენ მსგავსი მორჩილება, თქვენ რომ გაქვთ ვიღაცების მიმართ, არ გვაქვს. თანაბარ საწყისებზე ვმართავთ პარტიას, მათ შორის.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ხატია დეკანოიძის რეპლიკაზე. დეპუტატმა მდინარაძეს მიმართა - "ყველამ ძალიან კარგად იცის, ბატონო მამუკა, რომ არცერთი პოლიტიკური ლიდერი ქართულ ოცნებაში არ წარმოადგენს პოლიტიკურ წონას, იმიტომ, რომ ივანიშვილი რასაც გეტყვით, ამას გააკეთებთ ყველა".

კომენტარები