საქართველოს პარლამენტი

მდინარაძე ელისაშვილზე: ქურდულად მოპარვა რომელ კაცობაში ზის, საკადრისი პასუხი გაეცემა

ეს არის იყო შემთხვევითი, ეს იყო დაგეგმილი და  მტკიცებულება მაქვს ამის... ჯერ ეს ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა, რომელ კაცობაში, რომელ ქართველობაში ზის და ცხოვრებაში ამას რომ ვერ გამიბედავდა ეს "კაცი“, გარდა ქურდულად მოპარვისა, ამაზე ლაპარაკი აღარ არის.

ყველას ჩვენი თავმოყვარეობა გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მაკისრია მე, როგორც უმრავლესობის ლიდერს, ახლა უნდა გავაგრძელო ჩემო საქმე.

ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი და რწმენა და ამის გამო ქართველებმა ერთმანეთს რუსები არ უნდა ვეძახოთ, თორემ მერე ასეთი არამზადები სარგებლობენ და ვითომ კაცობენ, ამას საკადრისი პასუხი გაეცემა. მუქარაზე არ გადავდივარ ქუჩური მეთოდებით, ეს უნდა დამთავრდეს, საკადრის პასუხის გავცემთ ჩვენ, პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ეს ვითომ კაცობის და ასეთი ტიპის მიპარვით, ქურდულ, არაკაცურ, ფლიდურ ძალადობას შობს ეს ცრუ ნარატივი, რომელსაც ჩვენ მიმართ ვხედავთ [...]

[...] ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა. ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია... რომ ჩაეშალა სხდომა და... ანუ არგუმენტებით ვერ მიგებდნენ და უნდათ, რომ უკაცრავად ჯარგონისთვის, "გავებანძებინე". ალეკო ელისაშვილმა და მისნაირმა წუმპედან ამოვარდნილმა ხალხმა რა... თუ ჩხუბი უნდა, მოვიდეს, პირისპირ თვალი თვალში გამიყაროს და მეჩხუბოს, ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია ალეკო ელისაშვილის - ძალით კაცის შესრულებით. დამთავრდა, ეგ არის.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რომელსაც რუსული კანონის განხილვისას ალეკო ელისაშვილმა ჩაარტყა.

კომენტარები