რუსული საფრთხე საქართველოში

ბესელია აშშ-ის დაზვერვის ანგარიშზე: არ ვიცი ცალკეული საჯარო პირის განცხადებები

ეკა ბესელია
ტაბულა

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის შეფასებას, რომ საქართველომ, რუსეთის ზეწოლის პირობებში, შესაძლოა, დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ეხმაურება. როგორც ცნობილია, დაზვერვის სამსახურის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა გუშინ კონგრესს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა მსოფლიოში საფრთხეების შეფასების შესახებ და მათ შორის, საქართველოზეც ისაუბრა.

"მე არ ვიცი, ცალკეული კონკრეტული საჯარო მოხელე და პირი რა განცხადებას აკეთებს, მაგრამ არასოდეს სახელმწიფო დეპარტამენტს, როგორც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას, არასოდეს არცერთ ევროპულ სტრუქტურას და არცერთ ჩვენს მეგობარ ევროპულ ქვეყანას არ უთქვამს, რომ საქართველომ გადაუხვია გზას", - თქვა ბესელიამ.

კომენტარები