რუსული საფრთხე საქართველოში

კალაძე გოცირიძის განცხადებაზე: არა, პირველად გავიგე

ტაბულა

"რაო? არა, პირველად გავიგე, არ ვფლობ ინფორმაციას", - ამბობს კახა კალაძე რომან გოცირიძის განცხადების კომენტირებისას. რომან გოცირიძე წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ გაზპრომი საქართველოში ერთ-ერთი მცირე ზომის ბანკის შესყიდვას აპირებს. გოცირიძის თქმით, რუსული ენერგოგიგანტი ამ სქემით სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს. 

"სარწმუნო უცხოურმა წყარომ შემატყობინა, რომ გაზპრომი აპირებს საქართველოში ერთ-ერთი პატარა ბანკის შესყიდვას. ქართული მხარე საგულდაგულოდ მალავს, რუსული კი ინფორმაციის "გაჟონვას" უზრუნველყოფს. ფხიზლად უნდა იყოს ეროვნული ბანკი, რომ ეს არ დაუშვას! თუ ეს სიმართლე აღმოჩნდა, ბევრ რამეს სულ სხვა რაკურსით დავინახავთ. არ ვიცი, თუ რამდენად მოეწონებათ მათ, ვინც ეს ინფორმაცია "შემთხვევით" შემომიგდო, მისი ამ ფორმით გავრცელება. ან იქნებ, მიზანიც ეს იყო. მიდით და უზრუნველყავით ადგილზე სასურველი ფონიო. ანალოგიური ბანკი აქვს სომხეთშიც. ეს გაზპრომის პრინციპია: სადაც შედის გაზით, იქ აფუძნებს ბანკს. მერე მოჰყვება მედიასტრუქტურები და ასე შემდეგ, რისი გამოცნობაც არ არის ძნელი", - ამბობს რომან გოცირიძე.

გაზპრომთან მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის თარიღი უცნობია, რადგანაც კახა კალაძემ ტაბულას კითხვა გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე უპასუხოდ დატოვა. 

კომენტარები