ოპერისა და ბალეტის თეატრი

მონიტორი: ოპერისთვის კოსტიუმები ვასაძის დის მაღაზიას ტენდერის გარეშე შეაკერინეს

intermedia.ge

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, ოპერა "აბესალომ და ეთერის" სასცენო კოსტიუმების შესაკერად ბიუჯეტიდან 339 250 ლარი დაიხარჯა. კერძოდ, 252 კოსტიუმი ლევან ვასაძის დის, თამარ ვასაძის მაღაზია "სამოსელი პირველმა" შეკერა. სტუდია მონიტორის ინფორმაციით, 339 000 ლარის ხელშეკრულება "სამოსელი პირველთან" ტენდერის გარეშე გაფორმდა. თამარ ვასაძე კომპანია "სამოსელი პირველის" დამფუძნებელი და 85%-ის მფლობელია.

რატომ შეირჩა ტენდერის გარეშე მაღაზია სამოსელი პირველი, ამ კითხვას ოპერისა და ბალეტის თეატრში არ პასუხობენ.

ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნისათვის, მათ შორის სასცენო კოსტიუმების შესაკერად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 644 805 ლარი გამოიყო.

კომენტარები