კომუნალური ვაუჩერი

კომუნალურ ვაუჩერებს მხოლოდ სოციალურად დაუცველები მიიღებენ

timer.ge

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, კომუნალური სუბსიდიის დაფინანსება დაახლოებით 14 მილიონით მცირდება. თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის თქმით, კომუნალურ ვაუჩერს ის ოჯახები მიიღებენ, ვისაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათას ქულაზე ნაკლები აქვს.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, ეს წლების განმავლობაში ფაქტიურად ერიცხებოდა თბილისის იმ მოქალაქეებს, რომელსაც მაღალი შემოსავალი ჰქონდა და საერთოდ არ იცოდა, რომ ამ შეღავათით სარგებლობდა. დიდი ხანი მიდიოდა ამაზე მსჯელობა. შევიდა თბილისის მერია ინიციატივით საკრებულოში, რომ მიიღონ კომუნალური ვაუჩერი იმ ოჯახებმა, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში გააჩნია 200 ათას ქულაზე ნაკლები", - თქვა ჩივიაშვილმა.

რუსთავი 2-ის ცნობით, ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი უკვე შესულია დედაქალაქის საკრებულოში და მისი დამტკიცება უახლოეს სხდომაზე იგეგმება.

კომენტარები