ნადეჟდა სავჩენკოს საქმე

ჩერგოლეიშვილი: დასავლეთი არ იღებს საკმარის ზომებს პუტინის შესაჩერებლად

ნადია სავჩენკოს თავისუფლების დაცვა არის თავისუფალი სამყაროს ღირსების საქმე. ჩვენ, თავისუფალი ადამიანები მოვედით თავისუფლების დასაცავად, ნადია სავჩენკოს - თანამედროვე გმირის თავისუფლების დასაცავად. მთავარი პრობლემა, რაც ნადია სავჩენკოს შემთხვევაში, ისევე როგორც ზოგადად, უკრაინა-საქართველოს შემთხვევაში გამოიკვეთა, არის ის, რომ დასავლეთი არ იღებს საკმარის ზომებს პუტინის შესაჩერებლად. დღემდე დასავლურ პრესაში საკმარისი სტატიებიც კი არ დაბეჭდილა სავჩენკოს შესახებ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გლობალური აქცია გამოაფხიზლებს საერთაშორისო საზოგადოებას და უფრო გადამწყვეტ ზომებს მიიღებენ. ვაპირებთ იმ წმინდა ასეულის პოატივსაცემად, რომელმაც მაიდანზე გაწირა თავი და სადაც ნადია სავჩენკოც იბრძოდა, ცაში გავუშვათ ასი ფრანი ნადია სავჩენკოს გამოსახულებით და ასე მოვითხოვოთ მისი თავისუფლება... მთავარი წარმატება იქნება სავჩენკოს გათავისუფლება, თუმცა, მე მიმაჩნია, რომ სავჩენკო ბევრად თავისუფალია, მიუხედავად იმ ხელოვნური ბარიერებისა, რასაც პუტინი უქმნის. პუტინს შერჩა ანწუხელიძე, ჯერ-ჯერობით, შერჩა ნახევარი მილიონი დევნილი, რომელიც ჩვენ გვყავს. პუტინს არ უნდა შერჩეს სავჩენკო იმიტომ, რომ ეს იქნება დასაწყისი, ყველა იმ ადამიანის სახლში დაბრუნების, რომელიც პუტინის ძალისხმევით ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში.

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი რუსეთის საელჩოსთან, ნადია სავჩენკოს მხარდამჭერ აქციაზე, გადაცემა არჩევანში ჩართვისას.

კომენტარები