ნადეჟდა სავჩენკოს საქმე

მეჭიაური: თუ რუსს მოკლავ, გმირი ხარ, თუ სხვა ეროვნებისას - ციხეში უნდა იჯდე?

ომია და ომში ტყვეც არის და ტყვეების გაცვლაც ხდება. ომია და ომში ხდება ასეთი რაღაცები. მივესალმები, სავჩენკო რომ გაათავისუფლონ, მაგრამ მიკვირს იმ ხალხის, დაწყებული ჩვენი პრეზიდენტიდან, რომელსაც ტრიბუნა არ დაუტოვებია ქალბატონი სავჩენკოს [გათავისუფლების] მოთხოვნით და აგერ ცხვირწინ გვყავს ქალბატონი თეა სირაძე, რომელიც წინა ხელისუფლებამ მხოლოდ იმის გამო დააკავა, რომ 5 მამაკაცი გალახა. სამწუხაროდ, იმ 5 მამაკაცში რუსი არ აღმოჩნდა, რომ ეს გმირობად ჩაეთვალათ და გაეთავისუფლებინათ. ასე გამოდის, რომ თუ რუსს მოკლავ ან გალახავ - გმირი ხარ, თუ სხვა რომელიმე ეროვნებისას - მაშინ ციხეში უნდა იჯდე. მას რომ შეეწყალებინა ქალბატონი თეა და პარალელურად სავჩენკოს განთავისუფლებაზეც ეზრუნა, ჩავთვლიდი, რომ ის მართლა ჰუმანური ადამიანია... კეთილი ინებოს, ჩამოვიდეს და შეიწყალოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ნადეჟდა სავჩენკოზე.

კომენტარები