ნადეჟდა სავჩენკოს საქმე

საგარეო ურთიერთობის კომიტეტმა სავჩენკოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ნადეჟდა სავჩენკო
Reuters

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა უკრაინელი პილოტი ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი ერთხმად დაუჭირეს. რეზოლუციის მიხედვით, სავჩენკო რუსეთის ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფება. რეზოლუციაში კომიტეტის წევრები, სავჩენკოს და სხვა უკანონოდ დაკავებული უკრაინელი პატიმრების უკრაინაში დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვენ.

რეზოლუციის ინიციატორი საპარლამენტო ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები არიან. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მხარდაჭერის შემდეგ რეზოლუციას პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. 

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მხარდამჭერი რეზოლუცია 2016 წლის 23 მარტს მიიღო. 

ნადეჟდა სავჩენკოს ბრალად ედება ლუგანსკის ოლქში რუსი ჟურნალისტების მკვლელობა. უკრაინელი მფრინავი ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ის პრორუსმა სეპარატისტებმა ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს.ნადეჟდა სავჩენკო დონეცკის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 22 წელი მიუსაჯა.

 

კომენტარები