ნადეჟდა სავჩენკოს საქმე

პოროშენკო: მზად ვარ ტყვეების გასაცვლელად, რომ სავჩენკო სამშობლოში დაბრუნდეს

ნადია სავჩენკო, ისევე როგორც ყველა უკრაინელი სამხედრო, თავის მოვალეობას ასრულებდა. სამწუხაროდ, ის დონბასიდან გაიტაცეს, ციხეში ჩასვეს და ისეთი ბრალდება წაუყენეს, რომელთანაც არაფერი აკავშირებს. რაც შეეხება ტყვეების გაცვლის შესაძლებლობას, ვიყენებ პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებას და პირველად ვაცხადებ, რომ ეს შესაძლებელია. მე მზად ვარ გაცვლისთვის, იმისთვის, რომ ნადია სავჩენკო სამშობლოში დაბრუნდეს.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. რუსთავი ორის თარგმანი.

კომენტარები