ე.წ კოკაინის საქმე

ბესელია: ელისაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

ჩემთვის პირადად, ადამიანისთვის, რომლისთვისაც ბუნებრივია, რომ ახალი და მოულოდნელი აქ [პროკურატურის დასკვნაში] არაფერი წერია, გარდა ფაქტებისა და ექსპერტიზის დასკვნისა, რაც არ იყო ჩემთვის ცნობილი, მიმაჩნია რომ სამართლებრივად ახლა უკვე უნდა დადგეს მისი [ალეკო ელისაშვილის] სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი მის [ალეკო ელისაშვილის] მიერ მიცემული ცრუ ჩვენებების გამო.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ე.წ კოკაინის საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდგომ, ალეკო ელისაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აყენებს.

კომენტარები